პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნატო-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასა და შემდგომ ნაბიჯებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატო-ს მაღალი დონის ხელმძღვანელების ვიზიტები. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა როგორც პოლიტიკური ვითარება საქართველოში, ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რეგიონული უსაფრთხოების არსებული გამოწვევების ფონზე.

თავის მხრივ, ადმირალმა ბაუერმა ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელიც თვალში საცემია საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობისა და საქართველოს სამხედრო მზადყოფნისა და მდგრადობის თვალსაზრისით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ირაკლი ბერაია და ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე, ასევე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება