შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით საგადასახადო დავალიანების თაობაზე ყალბი შეტყობინებები ვრცელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp ) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.

„შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299.

აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის" მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება