რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება, სადაც ის კატალონიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის დირექტორ, მიგელ ანხელ ხიმენო უბეროსას შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, თაღლითობასთან ბრძოლის ოფისი ესპანეთში მოწინავე პოზიციას იკავებს კორუფციული გამოძიების საქმეების რაოდენობით, საკანონმდებლო ცვლილების შეთავაზებისა და პოლიტიკის აქტიური შემუშავების კუთხით.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს და ასევე, აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შემუშავება, უწყებებში რისკების შეფასების მექანიზმის დანერგვა და სხვ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მნიშვნელოვანი მიმართულებები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხოსე სანტიაგო ტორეს პრიეტო, Torres & Oliva Legal Advisory-ის დირექტორი; ვასილ ბაბლუანი, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება