შალვა პაპუაშვილი - 2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს და ხაზს უსვამს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს

2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა “კორუფციის დაბალი ინდექსით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X-ში” წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსგავსი მაჩვენებლების გაუმჯობესება ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუს იმსახურებს.

,,2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხაზს უსვამს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს. საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა, იკავებს 43-ე ადგილს და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა “კორუფციის დაბალი ინდექსით", - წერს პაპუაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება