„ქართული ოცნების“ წევრები კირბალში იმყოფებოდნენ

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიუსამძიმრეს.

კირბალში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

გინტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები, მობილიზებულია პოლიცია.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სოფელ კირბალში ჟურნალისტებს განუცხადა, დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან და გამოძიება გრძელდება.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენი იურისდიქცია იქ არ ვრცელდება. დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან, გამოძიება გრძელდება და როცა ჩვენს სახელმწიფოს შეეძლება რეაგირება, დამნაშავეები დაისჯებიან. მართლმსაჯულებას ვერ დაემალებიან.

ახლა ჩვენ, რაც შეგვიძლია არის ის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო გავამკაცროთ“,- განაცხადა ზარქუამ.

თამაზ გინტურს შაბათს, 13:00 საათზე, სოფელ კირბალში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება