იოავ გალანტი - ოთხსაათიანი პერიოდული პაუზები ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს და საბრძოლო მოქმედებებზე გავლენას არ მოახდენს

ისრაელის მიერ გამოცხადებული ოთხსაათიანი პერიოდული პაუზები არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას და გავლენას არ მოახდენს ღაზაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძევლების გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება. „ჩვენ არ შევწყვეტთ ცეცხლს და არ შევწყვეტთ ბრძოლას, სანამ ღაზაში მძევლები გვყავს და სანამ არ დავასრულებთ ჩვენს მისია, რომელიც „ჰამასის“ განადგურებას და მისი სამხედრო და მმართველობის შესაძლებლობების მოშლას მოიცავს“, - აღნიშნა გალანტმა.

მისი თქმით, ყოველდღიური ოთხსაათიანი პაუზები შეზღუდული ზომებია, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვოს.

„ჩვენ ვახორციელებთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებს საშუალება მივცეთ, ღაზას ქალაქიდან სამხრეთით გადავიდნენ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი. ეს არ იმოქმედებს ბრძოლაზე“, - აღნიშნა გალანტმა. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები მოქმედებენ ღაზას ქალაქის შუაგულში და ძალიან ახლოს არიან ღაზას პორტთან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?