14.07.2025 / 09:02
კრემლი - ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს ეწვია და სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები მოისმინა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში გაჩერდა, სადაც სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი მოინახულა, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები მოისმინა და სამხედრო ტექნიკის ახალ მოდელებს გაეცნო.

”ვლადიმერ პუტინი, ასტანაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, როსტოვში ჩაფრინდა, სადაც სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს ეწვია,” - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, პუტინს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და სხვა სამხედრო ლიდერები ახლდნენ.

„პრეზიდენტი სამხედრო ტექნიკის ახალ მოდელებს გაეცნო და სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები მოისმინა“, - დასძინა პესკოვმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ