ისრაელის თავდაცვის ძალები - სირიის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა განვახორციელეთ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ქალაქ ეილათში მდებარე სკოლაზე დრონით თავდასხმის საპასუხოდ სირიაში დარტყმები განახორციელა.

თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე იყო ორგანიზაცია, რომელმაც დრონი გაუშვა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, ვინ იდგა სკოლის შენობაზე თავდასხმის უკან.

„სირიის რეჟიმი სრულად არის პასუხისმგებელი ყველა ტერორისტულ მოქმედებაზე, რომელიც სირიის ტერიტორიიდან ხორციელდება. ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების მცდელობებზე ისრაელის თავდაცვის ძალები მკაცრად უპასუხებენ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა