შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიის იდეა არის შემდეგი - მთავრობა არის ხალხი, არჩეული ხალხის მიერ და იღვწის ხალხისთვის - ხალხის მიერ, ხალხის სახელით, ხალხისთვის

იდეა არის შემდეგი, რომ ხალხი არის ხელისუფლებაში, მას აქვს ხალხის მანდატი და ის იღვწის ხალხისთვის. ეს არის გაგება დემოკრატიის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იმ ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, ვინც ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნას ცდილობენ.

მისი თქმით, საწინააღმდეგო აზრის უტრირება რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნაწილია.

„არის ასეთი გამოთქმა, რომელიც ლინკონს ეკუთვნის: ხალხის მიერ, ხალხისთვის და ხალხისგან არის დემოკრატია შექმნილი. იდეა არის შემდეგი, რომ ხალხი არის ხელისუფლებაში, მას აქვს ხალხის მანდატი და ის იღვწის ხალხისთვის. ეს არის გაგება დემოკრატიის. ნებისმიერი გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა არის რუსული ნარატივი. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აბსურდული მსჯელობა არის, რომელშიც სურთ ხოლმე ჩვენი შეყვანა. დემოკრატიის იდეა არის შემდეგი - მთავრობა არის ხალხი, არჩეული ხალხის მიერ და იღვწის ხალხისთვის - ხალხის მიერ, ხალხის სახელით, ხალხისთვის,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება