Euromoney-იმ „თიბისი“ საქართველოში საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ - Euromoney, საქართველოში პირველად დაასახელა საუკეთესო კორპორატიული ბანკი და ნომინაციაში „თიბისიმ“ გაიმარჯვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის თქმით, ეს გამარჯვება ბანკის თითოეული წევრის დამსახურებაა.

„ჩვენთვის Euromoney-ის ჯილდო მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს გამარჯვება, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. წამყვანი პოზიციები გვაქვს საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ყველა სექტორში: ენერგეტიკა, ჰორეკა, უძრავი ქონება, სამშენებლო მასალები, ჯანდაცვა, ვაჭრობა, წარმოება, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ავტოინდუსტრია. „თიბისის“ 31 წლიან ისტორიაში, ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორები, რომლებიც ათწლეულებია გვენდობიან და ჩვენთან ერთად, წარმატებით ვითარდებიან, რაც ჩვენი საქმიანობის მთავარი მოტივაციაა“, - „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

ბანკის ცნობით, „თიბისის“ ჯილდო ბაზარზე ლიდერის პოზიციამ და კორპორატიული კლიენტების საჭიროებებზე მორგებულმა პროდუქტებმა და მომსახურებამ განაპირობა. ჯამში „თიბისის“ პორტფელი 4994 კორპორატიულ კლიენტს აერთიანებს. „თიბისი“ დეპოზიტების, დაკრედიტებისა და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ბაზარზე 43%-48%-იან წილს იკავებს.

„თიბისიში“ თითოეულ კორპორატიულ კლიენტს, საქმიანობისა და სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბანკირების ინდივიდუალური გუნდი ფარავს. კორპორატიული ბიზნესის მართვა 300-მდე ადამიანს აერთიანებს.

„თიბისის“ ვაჭრობის დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტებით, ციფრული პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას აქვს შესაძლებლობა იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთოს.

ფულადი სახსრების ეფექტურად მართვისთვის, „თიბისი“ კომპანიებს ფაქტორინგის პროდუქტს სთავაზობს. „თიბისის“ პარტნიორებისთვის ფაქტორინგი სრულად ციფრულია. წელს პროდუქტი „თიბისის“ ბიზნეს ინტერნეტ ბანკშიც ჩაინტეგრირდა. „თიბისის“ წილი ფაქტორინგის ბაზარზე 68%-ია.

„თიბისიმ“, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მაკინზისთან“ ერთად, 2020 წელს ციფრული პლატფორმა შექმნა. გუნდის წევრებს, ბიზნესების საჭიროებების გასაანალიზებლად, ერთ სივრცეში აქვთ წვდომა კლიენტების ყველა საჭირო მონაცემზე. შედეგად, კომპანია დროულ და ხარისხიან მომსახურებას იღებს.

ელექტრონული ხელმოწერით თიბისის კორპორატიული კლიენტების პროცესები მარტივდება და დრო იზოგება, ისეთი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას, როგორებიცაა: სესხები, გარანტიები, აკრედიტივები, ფაქტორინგი, სადეპოზიტო, სახაზინო და ნაღდი ფულის მართვა. „თიბისის“ კორპორატიული მიმართულების ხელშეკრულებების 50% უკვე ელექტრონული ხელმოწერით დასტურდება.

პროცესებს ამარტივებს Cash-in აპარატებიც, რომლის დახმარებითაც, „თიბისიმ“, 2023 წელს, იურიდიული პირების 1.5 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო. ფილიალში მისული მომხმარებელი არ იცდის რიგში და მისი დრო საგრძნობლად იზოგება.

„თიბისის“ ჯილდო, არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, კორპორატიული კლიენტებისთვის ყველაზე მაღალი კლასის ბიზნეს ბარათმა - Visa Signature Business-მაც განაპირობა. ბარათის მომხმარებელი თანხის განაღდების მაღალი ლიმიტით, სადაზღვევო და სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს