Reuters - რუსეთში საწვავის ექსპორტის აკრძალვა მომავალ კვირას მოიხსნება

რუსეთის საწვავის მწარმოებლებს მთავრობამ დაავალა, რომ დიზელისა და ბენზინის ექსპორტის ყველა დარჩენილი შეზღუდვის გაუქმებისთვის მოემზადონ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მათ უთხრეს მწარმოებლებს, რომ ექსპორტი მომავალი კვირიდან განახლდება”, - განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც, ასეთი გადაწყვეტილებების სენსიტიურობის გამო, ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

კიდევ ერთმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ აკრძალვა მომავალ კვირას მოიხსნება.

„ისინი დაგვპირდნენ, რომ მომავალ კვირას გააუქმებენ ექსპორტის აკრძალვას. ამ დაპირებასთან დაკავშირებით, ჩამოვაყალიბეთ ექსპორტის გრაფიკი და დახვეწის გეგმა", - აღნიშნა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.

რუსეთმა, მაღალი შიდა ფასებისა და დეფიციტის პრობლემების მოგვარების მიზეზით, საწვავის ექსპორტის აკრძალვა 21 სექტემბერს დააწესა. მთავრობამ შეზღუდვები 6 ოქტომბერს შეამსუბუქა და დიზელის მილსადენით ექსპორტი დაუშვა, მაგრამ დატოვა შეზღუდვები ბენზინის ექსპორტზე. ასევე აკრძალულია ბენზინის საზღვარგარეთ გატანა სატვირთო მანქანებისა და რკინიგზის საშუალებით.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა