თეა ახვლედიანი სოფელ კირბალში ჩავიდა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი სოფელ კირბალში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

„თამაზ გინტურის პანაშვიდზე თეა ახვლედიანთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა