10-11 ნოემბერს, რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ იურისტ მედიატორთა პირველი რეგიონული ვორქშოფი იმართება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის ორგანიზებით და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ტექნიკური მხარდაჭერით საქართველოში 10-11 ნოემბერს რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე იმართება სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ იურისტ მედიატორთა პირველი რეგიონული ვორქშოფი „რეგიონული გამოცდილების გაცვლა მედიაციის სფეროში“.

როგორც „მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვორქშოფი მიეძღვნება რეგიონში მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის როლსა და მნიშვნელობას.

„მსგავსი ტიპის რეგიონული კონფერენციები ერთი მხრივ, აღრმავებს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელი გლობალური მდგომარეობის გათვალისწინებით და მეორე მხრივ, ეს არის პროფესიებს შორის თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი ფორმატი, რაც რეგიონში მედიაციის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ღონისძიების მიზანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მედიაციის ჰაბის შექმნა კავკასიის რეგიონში. ზემოაღნიშნული სემინარის შემდეგ თითოეული მონაწილე გააგრძელებს მუშაობას დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. იმედს ვიტოვებთ აღნიშნული თანამშრომლობა იქნება სტაბილური და ყოველწლიურ სახეს მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას