ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ „დიდუბიდან“ შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილის ქუჩის ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა