რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა- წამება - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთელს ოპოზიციას აზიანებს.

„დუღილი მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში," როგორ შეიქმნას ახალი კოლექტიური მმართველობა, რომელიც ამ პარტიაში მეტ-ნაკლებ მშვიდობას შექმნის, არაფერი აქედან არ გამოვა. რა ხდება იცით? - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ჯერ ერთხელ მოაჭრი, მერე მეორედ, მესამედ და ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება, ნაცვლად იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას პრობლემა, ხდება კუდის ეტაპობრივი მოჭრა მცირე ზომებით დიდი სიყვარულის გამო, ეს უნდა მორჩეს, ყველას გვაზიანებს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება