ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია - „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა, ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება

სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია - „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა, ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც 2024 წლის არჩევნებსა და კოალიციურ ხელისუფლებაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ „ახლა, ისე როგორც არასდროს ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი“.

სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა არანაირი შეფასება. ეს ადამიანი არის პრაქტიკულად თვითმარქვია პრეზიდენტი. ეს ადამიანი უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ სამარცხვინო... ყველა იყო ბედნიერი, ერთმანეთს ვულოცავდით ქართველი ხალხი ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და როგორი სახეებით იყვნენ, ისტორია შეაფასებს ამას და ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება მათი სასოწარკვეთილო სახეები. „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატებით იმპიჩმენტს ხელოვნურად გადარჩენილი სალომე ზურაბიშვილი დღეს საუბრობს მტკიცებით ფორმაში, როგორი უნდა იყოს თურმე ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ეს არის სირცხვილი. სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და მისი გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ისე, როგორც არასდროს, ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ხალხი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ქართველი ხალხი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან ყველაზე ახლოს, ამიტომ ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ფრანს 24- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ხოლო ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით”.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი