შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ პროექტის ექსპერტს უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ ,,საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე“ (TIWB) პროგრამის ფარგლებში, დაწყებული ახალი, რიგით მეოთხე პროექტის კოორდინატორ-ექსპერტთან სამი კოსკინენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს გაეწიოს პრაქტიკული დახმარება კონტროლირებადი ოპერაციების შეფასებისა და აუდიტის ჩატარების მიმართულებით.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა, განიხილეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების პრიორიტეტული მიმართულებები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს, ისეთი საკითხებისა და მიმართულებების გაზიარება, როგორიცაა საერთაშორისო დაბეგვრა, შემოწმების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე დავების დეპარტამენტისთვის იმ გზებისა და მეთოდების გაცნობა, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება საერთაშორისო საგადასახადო დავების წარმოებისას.

„TIWB-ის პროგრამა იძლევა გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოცდილი ექსპერტის ჩართულობით მოხდება, არამხოლოდ სასურველი შედეგების მიღწევა კონკრეტული საქმისწარმოების პროცესში, არამედ შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ თეორიული ტრენინგები“, - აღნიშნა პაატა კილაძემ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა თაბაგარი, ასევე აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაალ ტყეშელაშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის