„ალდაგის“ მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართა

ალდაგის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა, რომელსაც საჯარო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. სხვადასხვა ფორმატში სტუმრებმა და სპიკერებმა სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემაზე, წარმატებულ მაგალითებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ბოლოს ხმის მიცემის შედეგად 2023 წლის საუკეთესო სოციალური საწარმოს კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. წლის სოციალური საწარმოდ დევნილთა დასახლებაში დაარსებული ტიხრული მინანქრის საწარმო „იკორთა“ დასახელდა.

„ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ქეთევან მაღალაშვილის განცხადებით, ალდაგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მცირე ქართული სტარტაპებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერებისკენაა მიმართული.

„მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ არაკომერციულ ორგანიზაციებს - სამოქალაქო, სათემო ორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს განვითარებაში. ალდაგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მცირე ქართული სტარტაპებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერებისკენ არის მიმართული, რაც გულისხმობს საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციების დახმარებას, რათა მათ მიაღწიონ მეტ წარმატებას და შესაბამისად, სოციალური მისიის უკეთ შესრულებას“, - განაცხადა ქეთევან მაღალაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება