„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისია

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისია. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა ბებუას ბრალი ხელოვნურად, თითქოსდა ხელყუმბარის ქონის გამო დაუმძიმეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 2023 წლის ოქტომბერში ოჯახის ნათესავმა აღნიშნა: „ბოლო ორი თვეა ძალიან სტკივა თავი, ხერხემალი, კუჭი. ამას ემატება დეპრესია, არ დგება, საკნიდან არ გამოდის. წამლებიც არა აქვს, მარტო გამაყუჩებელს თუ აძლევენ, თორემ რომ გამოიკვლიონ და მკურნალობა დაუნიშნონ, ეს არ ხდება“.

ამ დროისთვის ირაკლი ბებუას სრულად აქვს მოხდილი უკანონო სასჯელის სამი წელი და 40 დღე. იმ საპატიმრო დაწესებულებაში არსებული პირობები, სადაც ირაკლი ბებუა სასჯელს იხდის, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დღეები, შესაძლებელია სრულად მოხდილად ჩაეთვალოს. აფხაზეთის დე ფაქტო სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შესაძლებელია პირის ვადამდე გათავისუფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, დე-ფაქტო კანონმდებლობის თანახმად, ის გათავისუფლებას ექვემდებარება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და შექმნას აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით; საქართველოს სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური მანდატი ირაკლი ბებუას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო