შალვა პაპუაშვილი - ახლა მთავარია, აღვნიშნოთ ევროკომისიის გადაწყვეტილება და საკითხის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიურ ემოციებში გამოვხატოთ და არა იმ ჩამომტირალ სახეებზე, რომელიც ოპოზიციას აქვს

ახლა მთავარია, მივიღოთ და აღვნიშნოთ ეს გადაწყვეტილება და ეს წელიწადნახევრიანი ემოციური დამოკიდებულება საკითხის მიმართ პოზიტიურ ემოციებში გამოვხატოთ და არა იმ ჩამომტირალ სახეებზე, რომელიც ოპოზიციას აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიამ ქვეყანას ახლა 9 რეკომენდაცია მისცა, რომელთან დაკავშირებით ხელისუფლება აუცილებლად იმუშავებს.

„ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება საკმარისია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამასთან, ჩვენ მოგვეცა 9 რეკომენდაცია, რომელშიც ზოგიერთი წინა თემებიდან არის მოდიფიცირებული. ახლა გადავედით ახალ ეტაპზე, რომელიც უკვე შემდეგ სამიზნეს - მოლაპარაკებების გახსნას ეხება. რა თქმა უნდა, ამ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ. აქ უკვე ბევრი საკითხია, რომელიც, განსხვავებით წინა საკითხებისგან, უფრო პრაქტიკაზეა ორიენტირებული, ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ნაწილიც არის. ამიტომ, თავისთავად ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ.

პირველ რიგში, მართალია, ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ, 15 დეკემბერს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებული რეკომენდაცია ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს. თუმცა ძალიან ახლოს ვართ და მთავარია, კომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის საკითხი დაიხურა და იმისთვის საკმარისად შესრულდა, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა თავისი როლი იმისთვის, რომ მივსულიყავით ამ ეტაპამდე. ახლა მთავარია, რომ მივიღოთ და აღვნიშნოთ ეს გადაწყვეტილება და ეს წელიწად-ნახევრიანი ემოციური დამოკიდებულება საკითხის მიმართ პოზიტიურ ემოციებში გამოვხატოთ და არა იმ ჩამომტირალ სახეებზე, რომელიც ოპოზიციას აქვს. ჩანს, რომ ოპოზიცია განიცდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დანაპირები, რომელიც 2020 წელს მისცა თავის მოსახლეობას წინსწრებით და გადაჭარბებით შეასრულა. ახლა ეს გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ, შემდეგ უნდა მივუბრუნდეთ დანარჩენ საკითხებს, რომელიც შემდეგ ეტაპს - მოლაპარაკებების გახსნას ეხება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ახალი რეკომენდაციების შესრულებისას ოპოზიციის ჩართულობის საკითხს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ პროცესის ნაწილი იყოს, შესაძლებლობა აქვს, „ავიდეს იმ ევროპულ მატარებელში, რომელიც ახლა კიდევ უფრო მეტად იკრეფს სიჩქარეს.“

„იმ ევროპულ მატარებელზე, რომელიც ახლა კიდევ უფრო მეტად იკრეფს სიჩქარეს, ამოსვლა ყველას შეუძლია. საქართველოს ხელისუფლება აუძღვება ამ ლოკომოტივს, რომელსაც ჩვენ მივყავართ ევროპაში. მას ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ პროცესის ნაწილი იყოს, შესაძლებლობა აქვს, ამოვიდეს ამ მატარებელში, უკან დატოვოს დეზინფორმაცია, ტყუილი და სხვა ის, რითაც განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია გამოირჩევა ხოლმე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ არათუ მზაობაზეა საუბარი, არამედ, ეს ბუნებრივადაც მოიტანს განწყობას, იქნება ეს პარლამენტში თუ მის გარეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო