თინა ბოკუჩავა - შევადგინეთ რეზოლუცია, რათა პარლამენტს ჯეროვანი რეაგირება ჰქონდეს რუსეთის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე - ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი უჭერს მხარს, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯეროვანი რეაგირება ჰქონდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან მთავრობას მოუწოდა, რომ „ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა მიიღოს იმისთვის, რომ საქართველომ დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა გაატაროს“.

„6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს, რაზეც აუცილებელია საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს რეაგირების დაფიქსირება. ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი უჭერს მხარს, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯეროვანი რეაგირება ჰქონდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები და აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ამ პარლამენტმა 2018 წელს მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს არც საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა მიიღოს იმისთვის, რომ საქართველომ დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა გაატაროს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება