კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, „დასაქმების ფორუმი 2023“ იმართება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, „დასაქმების ფორუმი 2023“ იმართება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნულ ფორუმზე, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ფორუმზე მოწვეული კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს გაეცნონ. კომპანიები კი, კერძო და საჯარო სექტორებიდან არიან წარმოდგენილები.

ფორუმზე წარმოდგენილი კომპანიები არიან: „ბაზის ბანკი“, „თიბისი“, „GDL”, „ტერა ბანკი“, „თიბისი დაზღვევა“, „საქართველოს ბანკი“, „Brend r“, „იმპექსი“, „PSP”, „ევექსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „ლაქტალის ჯორჯია“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, „იუსტიციის სახლი“, „თეგეტა მოტორსი“, „მერიოტი“, „ჰილტონი“, „SKY HI”, „UNI JOBS”, „შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ცესკო“ და „ეკოვის ჯორჯია“.

უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, მარიამ ჯაჭვაძის განცხადებით, კომპანიები ბაზრის ანალიზის საფუძველზე, სხვადასხვა სექტორიდან აირჩნენ.

„დასაქმების ფორუმი 2023” გასულ თვეს დავაანონსეთ. მისი მიზანია, რომ სტუდენტებს და ქვეყანაში არსებულ დამსაქმებლებს საშუალება მივცეთ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, საკუთარი თავი გააცნონ, დამსაქმებლებმა სტუდენტებს სხვადასხვა შესაძლებლობა შესთავაზონ. სტუდენტებმა კი, შეძლონ, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მოირგონ, გაითავისონ და კარიერის განვითარებაზე დაიწყონ ზრუნვა. დასაქმების ფორუმი, ერთმნიშვნელოვნად, დიდია, რადგან ეს არის სივრცე, სადაც სტუდენტებს საკუთარ უნივერსიტეტში შეუძლიათ შეხვდნენ ქვეყანაში არსებულ ყველა კომპანიას, როგორც სამთავრობო წარმომადგენლებს, ისე კომერციულ ორგანიზაციებს და შესაბამისად, თავად გადაწყვიტონ, სად სურთ დასაქმება.

მათთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ოთხი წლის განმავლობაში აქ სწავლობენ და ცდილობენ, რომ განვითარდნენ, ჩვენ კი, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ, რომ საჭირო ცოდნა და უნარები აკადემიური პროცესით შეიძინონ, მეორე მხრივ კი, წარმოაჩინონ მათი ეს უნარები და დამსაქმებლებთან გამოიყენონ. ეს სამომავლოდ, წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და წარმატებული მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

დღეს, ჩვენთან 30-ამდე კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სექტორის მიხედვით არიან შერჩეულები, ჩვენთან არსებული ფაკულტეტების და პროგრამების გათვალისწინებით. კომპანიები ბაზრის ანალიზის მიხედვით შეირჩნენ, რათა მათ სტუდენტებისთვის რეალური ვაკანსიების გაზიარება შეძლონ”,- განაცხადა მარიამ ჯაჭვაძემ.

უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას განცხადებით, აღნიშნული ტიპის დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება და მიზნად, კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ისახავს.

„ზოგადად, როდესაც ზომავენ უნივერსიტეტს, რამდენად კარგი „პერფორმანსი” აქვს, რამდენად კარგი უნივერსიტეტია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, დასაქმების მაჩვენებელია. რამდენად არიან კურსდამთავრებულები დასაქმებულები. ამიტომ, უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმების მოწყობა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ ვაკანსიებს და კომპანიებს გაეცნონ. შემდეგ, თავიანთი თავი წარმოაჩინონ და დასაქმების გზაზე ერთი ნაბიჯი გადადგან წინ. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ამ ტიპის დასაქმების ფორუმებს. სტუდენტების აქტიურობა ყოველთვის დიდია და მიხარია, რომ გვემატება და გვემატება კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფორუმში”, - განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი ერთ-ერთი კომპანიის, PSP-ს HR დეპარტამენტის წარმომადგენლის, ანა ჭითანავას განცხადებით, კომპანია სტუდენტებს ფარმაცევტის მიმართულებით სთავაზობს დასაქმების ხელშეწყობას.

„ზოგადად, სამედიცინო ფარმაციის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს, ფარმაციის მიმართულებით განვითარებას ვთავაზობთ. შესაბამისად, სტუდენტებისთვის მორგებული გრაფიკებიც გვაქვს. შეგვიძლია, რომ ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე დავაწყებინოთ, შემდეგ სტაჟირების პროგრამებიც გვაქვს და ბოლოს, შესაბამისი ტრენინგების და სტაჟირების საფუძველზე, უკვე ფარმაცევტის პოზიციაზე შეგვიძლია, რომ გადავიყვანოთ სტაჟიორები”,- განაცხადა ანა ჭითანავამ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს