გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსისთვის - ევროკომისიის რეკომენდაცია არის საჩუქარი სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის

საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა რამ გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა. ის ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დისტანცირდა, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემულ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია არის საჩუქარი სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის.

„საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა რამ გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა. ის ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დისტანცირდა. ამიტომ, რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი აბსოლუტურად ევროკავშირის მომხრე სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის“, - წერს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია