ადვოკატთა ასოციაციამ თბილისში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე: ბიზნესი და ადამიანის უფლებები

2023 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, თბილისში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე: ბიზნესი და ადამიანის უფლებები. შესაბამის ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ევროპის საბჭო, ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იყვნენ.

„კონფერენციაში ათი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოების საბჭოს (CCBE) და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ თემაზე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და მის მიზანს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, ამ სფეროში ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაცია იყო.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ევროპისა და აზიის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მიმართეს.

კონფერენციაში მონაწილე 200-ზე მეტმა ადვოკატმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა როგორებიცაა: ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და პრეცედენტული სამართალი, მდგრადი განვითარების სამართლის პრაქტიკა და გარემოსდაცვითი ტენდენციები, ბიზნესისა და შრომითი უფლებები და სხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა