შალვა პაპუაშვილმა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების  ანაზღაურების შესახებ რეგლამენტში ცვლილების პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში 2017 წელს დადენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2017 წელს, საჯარო სამსახურის რეფორმის დროს შემოღებული იქნა კოეფიციენტები და დადგინდა ამ კოეფიციენტების ზედა ზღვარი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის, პარლამენტის წევრებისთვის.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება ავტომატურად არ ასახულა პარლამენტის წევრების ანაზღაურებაზე, ვინაიდან, იმისათვის, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელო შეიცვალოს, ცვლილება უნდა შევიდეს რეგლამენტში. იმ მომენტში კი, პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილება არ შეიტანა და შესაბამისობაში არ მოიყვანა პარლამენტის წევრების ანაზღაურება დადგენილ კოეფიციენტებთან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება 2013 წლიდან არ შეცვლილა, ხოლო 2013 წლამდე არსებული პრაქტიკით, პარლამენტის წევრებს შეიძლება ნომინალურად ხელფასი უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე დღეს, თუმცა რეალობაში გაიცემოდა პრემიები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ოდენობის და განსაკუთრებით, ზოგიერთ თანამდებობის პირს ფაქტობრივი ხელფასი უფრო მეტი გამოდიოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება