Edison Research - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 37% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“ - 21%, „საქართველოსთვის“ - 9%, „ლელო“ - 5%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 37%.

„ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21%

„საქართველოსთვის“ - 9%

„ლელო“ - 5%

„გირჩი/დროა“ - 4%

„ლეიბორისტული პარტია“ - 4%

„ხალხისთვის“ - 4%

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%

„ალტ-ინფო“ - 3%

„ხალხის ძალა“ - 3%

„მოქალაქეები“ - 3%

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%

„ევროპული საქართველო“ - 1%

სხვა - 1%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა