საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის ვატიკანში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის ვატიკანში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმით, ქართველ მკვლევარებს, ისტორიკოსებსა და მეცნიერებს ვატიკანის ბიბლიოთეკის ფონდებსა და საცავებში, მიეცემათ კვოტირების გარეშე კვლევითი საქმიანობის ჩატარების უფლება.

„ვატიკანში დაცულია მასალები მე-15 საუკუნიდან დღემდე. საქართველოს ისტორიის სიახლეებთან დაკავშირებით კვლევების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტები გაციფრულდება და საქართველოს საჩუქრად გადმოეცემა.

განიხილება ორიგინალების საგამოფენოდ საქართველოში ჩამოტანის და საჯაროდ გამოფენის შესაძლებლობაც. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი წმინდა საყდარში მ/წ მაისში, რა დროსაც დაიწყო მოლაპარაკებები ორ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობაზე. შეთანხმების მნიშვნელობიდან გამომდინარე შეხვედრას ვატიკანში ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს მემორანდუმი ისტორიული მნიშვნელობისაა და შესაძლებელს გახდის მოძიებულ და აღმოჩენილ იქნას ინფორმაცია საქართველოს ისტორიის უცნობ ეპიზოდებზე. გივი მიქანაძის თქმით, სიმბოლურია, რომ ხელმოწერა დაემთხვა მეცნიერების მსოფლიო დღის აღნიშვნას.

მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ეროვნული ბიბკიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ვატიკანის მხრიდან, ვატიკანის ბიბლიოთეკის პრეფექტმა მონსინიორ მაურო მანტოვანიმ მოაწერეს. ღონისძიებას წმინდა საყდარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ბაგრატიონი-მუხრანბატონი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში