ეროვნული ბიბლიოთეკა ვატიკანის ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რომში, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ვატიკანის ბიბლიოთეკასთან მემორანდუმი გააფორმა და მალე იტალიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ფონდი განთავსდება. აქამდე პრატოში, ფლორენციაში, ნეაპოლში, მილანში მოეწყო ქართული სამკითხველოები. მალე - ბარიში და ემპოლიშიც გაიხსნება ქართული წიგნის კუთხეები.

„ისტორიული დღე: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა -ქართველი მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი არქივები გაიხსნება, შეიქმნება ორმხრივი ციფრული ბაზები. გილოცავთ! მადლობა მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა