სერგო ჩიხლაძე - ვუსმენდი პრემიერს და აღშფოთებული ვიყავი, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ეზეიმა, ელაპარაკა რას გააკეთებს ახლა, იმ 9 დათქმას როგორ შეასრულებს, ილაპარაკა ისევ წარსულზე

წინასაარჩევნო აქტიური კამპანიის შემთხვევაში შეიცვლება ეს ციფრები და ნამდვილად, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ შეიცვლება, თუმცა ამ ციფრებითაც პროდასავლური ოპოზიცია მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების“ 37%, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს.

„სამი ძირითადი დასკვნა შემიძლია გავაკეთე ამ კვლევებით. ერთი ის, რომ პროდასავლური ოპოზიცია, რომ დავაჯამოთ, რა თქმა უნდა, სჯობნის „ქართულ ოცნებას“ და ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია, მეორე - იქ არის მნიშვნელოვანი კითხვა „მსურს თუ არა ხელისუფლების ცვლილება და ვინ მსურს ხელისუფლებაში“, სადაც ვხედავთ, რომ 32%-ზე 68%-ზე არის გადანაწილება. 68%-ის დაკვეთაა მთავრობის ცვლილება და ეს არის მაჩვენებელი, რომ აღარ უნდა მოსახლეობას „ქართული ოცნება“, მესამე - მნიშვნელოვანია, პროდასავლურ ველზე პლუსი პლუსად დარჩეს და ყველამ გადალახოს ბარიერი და ეს პრობლემა არ იყოს, რადგან თუ ეს პროცენტები პროცენტებად დარჩა „ქართული ოცნება“ აგებს. ამიტომ მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და გაძლიერება.

კოალიციური მთავრობა ეს არის, რომ ვიღაცას 5% ექნება, ვიღაცას 7%, ვიღაცას 22% და შეიკვრება კოალიციური მთავრობა. პროდასავლური ოპოზიცია კოალიციურად იგებს. იქ სხვა პარტიებიც არის 4-4%, რომ აქვს და დიდი ალბათობით თუ ამათი რაღაც სახით კონსოლიდაცია მოხდება ორჯერ ორი ოთხია, რომ ამ მოცემულობითაც კი „ქართული ოცნება“ მარცხდება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ ანტიქართული რეზოლუციები დაასპონსორა და აღნიშნა, რომ პრემიერი, რასაც ოპოზიციაზე ამბობს ტყუილია.

„რასაც ოპოზიციაზე ამბობს არის ტყუილი. გავახსენებ ბატონ ცრუპენტელა პრემიერ-მინისტრს, რომ როდესაც ევროპულ პარტიებზე საუბრობს - „ალდეს“, რომელ ოჯახსაც ჩვენ მივეკუთვნებით ერთადერთი რეზოლუციაა მიღებული ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში, სადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უპირობო მხარდაჭერაა გამოხატულა. „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი რეზოლუცია ვერც ერთ პარტიას და ოჯახს ვერ გააკეთებინა.

დღეს ვუსმენდი მას და აღშფოთებული ვიყავი, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ეზეიმა, ელაპარაკა რას გააკეთებს ახლა, იმ 9 დათქმას როგორ შეასრულებს, ილაპარაკა ისევ წარსულზე, ტყუილები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება