შარლ მიშელი - პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ჩვენი საზღვრები გავხსნათ, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი

უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

"ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე და ამის დავიწყება არ შეგვიძლია. ვხედავთ, რომ ახლა ეს პრინციპები ზეწოლის ქვეშაა. ასე რომ, როგორ შეგვიძლია რეაგირება? როგორ შეგვიძლია ევროკავშირის შიგნით რაღაცების შეცვლა?

მუდმივად ვიცვლებით, მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს ღირებულებებზე და ამას მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში დაინახავთ. უკრაინაზე თუ ვისაუბრებთ, უკრაინამ მსოფლიოს თვალები აუხილა ამაზე. უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა. ეს უპრეცედენტო იყო, ეს ნატო არ იყო, ეს ევროკავშირი იყო, ვინაიდან გვსურდა უკრაინას დავხმარებოდით საკუთარი თავის დაცვაში. გვსურდა მტკიცე ვყოფილიყავით.

აქ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვარ და [ევროკავშირის] მეორე ელემენტია ის, რომ ევროკავშირის ქსელს ვაფართოებთ, რათა დავნერგოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება. კი, ეს რთული იქნება, არის შეფერხებები და დაბრკოლებები, მაგრამ აქ პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ჩვენი საზღვრები გავხსნათ, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი”,-განაცხადა მიშელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში