სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმინდა მთავარანგელოზთა, გაბრიელისა და მიქაელის და ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას წმინდა მთავარანგელოზთა, გაბრიელისა და მიქაელის და ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია საქართველოში, წმ. მთავარანგელოზთა, გაბრიელისა და მიქაელის და ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს ზეიმობს. გაბრიელ მთავარანგელოზი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. მთავარანგელოზი მიქაელი კი ყველა ბოროტი ძალის მძლეველია და დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს ულოცავს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში