ავსტრალიაში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ავსტრალიაში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საერთო ჯამში აქციებში მონაწილეობას 400-ზე მეტი ადამიანი იღებდა. აქტივისტებმა ერთმანეთს ბოთლები ესროლეს.

სამართალდამცავებმა პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტი დააკავეს, რომელმაც კორდონი გაარღვია და კონტრაქციის მონაწილეებზე თავდასხმა სცადა.

ვიქტორიის შტატის ხელისუფლება ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.