სერგო ჩიხლაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი რევერანსი გაუკეთა რუსეთს, თითქოს არც მცოცავი ოკუპაცია არსებობს, არც ადამიანების გატაცება, არც ადამიანების რუსების მიერ დახვრეტა

პრემიერს სიხარული უნდა გამოეხატა კანდიდატის სტატუსზე - ჩვენ მივიღეთ ღვარძლიანი, ბოღმიანი, მატყუარა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც არცერთ წინა მთავრობას არ დაუფასა ღვაწლი, მოიტყუა ოპოზიციაზეც, ისევ ღვარძლით და ტყუილით ისაუბრა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ფორუმის ფარგლებში პრემიერს ოკუპაციაზეც უნდა ესაუბრა.

„პრემიერს სიხარული უნდა გამოეხატა კანდიდატის სტატუსზე, უნდა ეთქვა, როგორ შეცვლის საქართველოს. პირადად ის რას გააკეთებს 9 პირობის შესასრულებლად. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ღვარძლიანი, ბოღმიანი, მატყუარა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც არცერთ წინა მთავრობას არ დაუფასა ღვაწლი. რომ არა ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა, რომ არა შევარდნაძის პირველი ნაბიჯები ნატო-სკენ, რომ არა სააკაშვილის რეფორმები, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა საქართველო, ხომ არ დადგებოდა ეს დღე. მოიტყუა ოპოზიციაზე, ისევ ღვარძლით და ტყუილით ისაუბრა. ეს ადამიანი ვერასდროს გახდება პრემიერი, ყოველთვის დარჩება ივანიშვილის პატარა ხელის ბიჭად. კატასტროფაა, როდესაც ასეთი ადამიანი წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, ჩვენი ქვეყნის იმიჯს აზიანებს, რუსეთს რომ არ ახსენებს არახალია. მორიგი რევერანსი გაუკეთა რუსეთს, თითქოს არც მცოცავი ოკუპაცია არსებობს, არც ადამიანების გატაცება, არც ადამიანების რუსების მიერ დახვრეტა. ზუსტად საერთაშორისო ფორუმები უნდა გამოიყენოს თემის ასაწევად. აქ სრული დუმილი ვნახე, ირაკლი ღარიბაშვილის სახით რუსეთის და ოლიგარქის მორჩილი ბიჭი ვნახეთ“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო