უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ ფარგლებში საველე სწავლებები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.

„ამ მიზნით საწვრთნელი არეალი „ნორიოს“ ტერიტორიაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით მოწინააღმდეგის შეყოვნება-ბლოკირების ოპერაცია, დაჭრილის საჰაერო ევაკუაცია და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გათამაშდა. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტები, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი აკვირდებოდნენ.

ოპერაციაში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი იყო ჩართული, რომელსაც მხარს უჭერდა ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ოცეული და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომელმაც მოთხოვნის შესაბამისად ბატალიონის ლოჯისტიკური მარაგებით გადავსება განახორციელა. სწავლებაში მხარდამჭერი ელემენტები გაათამაშეს ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2 ერთეული საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა “ATLAS”. წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო და დაშავებულები ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადაში გადაიყვანა. სწავლებაში მოწინააღმდეგის როლს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა თამაშობდა. ამავე სარდლობის შემფასებლებმა კი, სწავლება დადებითად შეაფასეს.

საველე კომპონენტის მიზანს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის კოორდინირებულად მოქმედება და კრიზისული მდგომარეობის დროს ეფექტიანად მოქმედება წარმოადგენდა. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში