საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი - პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებას ეკისრება

პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებას ეკისრება, - ამის შესახებ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა.

„პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებას ეკისრება“, - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერების სამიტზე.

„დარწმუნებულები ვართ, რომ რეგიონში მშვიდობის ერთადერთი გარანტია ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის და უკანონო დასახლებების დასრულება, პალესტინელი ხალხის უფლებების აღდგენა და 1967 წლის საზღვრებზე სახელმწიფოს შექმნაა“, - აღნიშნა მოჰამედ ბინ სალმანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რიადში არაბი და მუსლიმი ლიდერების საგანგებო სამიტი გაიხსნა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა