ირაკლი ქადაგიშვილი - კიდევ კარგი, ბევრმა სახელმწიფომ იცის, რომ პრეზიდენტი არ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები და მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს

კიდევ კარგი, იცის ბევრმა სახელმწიფომ, რომ პრეზიდენტი არ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები და არ წარმოადგენს მთავრობის პოზიციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „LCI-სთან“ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს კომენტირებისას გაუცხადა.

მისი თქმით, ისმის კითხვა, რატომ არ უშვებენ სალომე ზურაბიშვილს ყველგან

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, უცხოეთში მთავრობს სახელით სალომე ზურაბიშვილს იმიტომ არ უშვებენ, რომ „შეიძლება უზარმაზარი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს სულ მცირე, ორ ქვეყანას შორის“.

„კიდევ კარგი, რომ იცის მათ შორის ბევრმა სახელმწიფომ, რომ პრეზიდენტი არ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები და არ წარმოადგენს მთავრობის პოზიციას. მერე კიდევ ისმის ხოლმე კითხვა, რატომ არ უშვებთ ყველგან უცხოეთში მთავრობს სახელითო - იმიტომ, რომ შეიძლება ასეთი უზარმაზარი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს სულ მცირე, ორ ქვეყანას შორის.

მომავალ კვირას მაგალითისათვის, ბაიდენმა მიიწვია სი ძინ პინი და მათ ექნებათ შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზია წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ასეთი ადამიანი, როგორიც ქალბატონი სალომეა, არ არის ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება