გივი მიქანაძე რომში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩოში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რომის, მილანის, ბოლონიის, ტრიესტეს, ფლორენციისა და პიზას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება.

გივი მიქანაძემ სტუდენტებს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სექტორში ანაზღაურებად სტაჟირებაზე და საზღვარგარეთ დიპლომირებული სტუდენტების საქართველოში დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც აქცენტები გაკეთდა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიულ განათლებას და იმ სიახლეებს, რაც ამ სფეროში ხორციელდება.

შეხვედრა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში - კონსტანტინე სურგულაძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს