ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისლანდიამ მიწისძვრების სერიის შედეგად გამოწვეული ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სიფრთხილის მიზნით, ქალაქ გრინდავიკში მცხოვრები ათასობით მოქალაქის ევაკუაციის განკარგულება გაიცა.

ისლანდიის მეტეოროლოგიურ ოფისში აცხადებენ, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის მახლობლად ვულკანის ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა შეიძლება უახლოეს დღეებში ნებისმიერ დროს დაიწყოს.

ბოლო კვირებში ვულკან ფაგრადალსფიადლის გარშემო ათასობით ბიძგი დაფიქსირდა. აღნიშნული ვულკანი 2021 წლის ამოფრქვევამდე, 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება