გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე - მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია - ძალიან ახლოს არის მავნებლობასთან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პუტინის და სი ძინ პინის გასამართლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება არა მარტო „უპასუხისმგებლობა“, არამედ „პოლიტიკური სიბეცეა“.

ვოლსკი იმედოვნებს, რომ საქმე „მზაკვრულ ჩანაფიქრს“ არ უკავშირდება.

„როდესაც ასეთ გამოხმაურებას და შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, რასაკვირველია, ამას მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია. იმედი მაქვს, აქ რაღაც კიდევ უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის - როგორმე საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი, რომელთანაც საკმაოდ პერსპექტიული თანამშრომლობა გვაქვს“, - აცხადებს ვოლსკი.

ამასთან, პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის თქმით, ნიშანდობლივია, რომ „გამიჯნულია მთავრობა - ქვეყნის რეალური მმართველი პრეზიდენტისგან და მისი ინსტიტუტისგან“.

გია ვოლკსი პრეზიდენტის განცხადებებს მავნებლობად აფასებს.

„ასეთი განცხადების გაკეთება არის ძალიან ახლოს მავნებლობასთან“, - აცხადებს ვოლსკი „რუსთავი 2“-თან კომენტარში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა LCI-სთან ინტერვიუში კითხვაზე, „იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან“, უპასუხა, რომ მისი შინაგანი რწმენით, ეს „იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.

კერძოდ, ჟურნალისტმა პრეზიდენს ჰკითხა: „გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდისმე გასამართლდებიან? ვინაიდან ჟურნალისტის შეფასების თანახმად, „ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი კი უპირველესად“.

"მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე