ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ზამთრისთვის ემზადება, ყურადღება თავდაცვასა და რეაგირებაზე უნდა გავამახვილოთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, შესაძლოა, თავდასხმების რაოდენობა გაზარდოს და უკრაინამ ყურადღება ტერორისტებისგან დაცვასა და მათზე რეაგირებაზე უნდა გაამახვილოს.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა შესაძლოა გაზარდოს თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და აქ, უკრაინაში, მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული დაცვაზე, ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, ყველაფერზე, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია იმისთვის, რომ გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადალახვა და ჩვენი ჯარისკაცების შესაძლებლობები გაზარდოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვაში დაეხმარა.

„ეს არის სხვადასხვა ქვეყნები: შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, რუმინეთი, ეს არის შვედეთი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და სხვა. "პეტრიოტები", "ნასამსები", "აირისები" და სხვა სისტემები. ახლა ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ უკრაინის საჰაერო ფარი უკვე უფრო ძლიერია ვიდრე შარშან. არსებობს. უკვე სხვა შესაძლებლობებია, მაგრამ სამწუხაროდ, მთელი ტერიტორიის სრული დაცვა ვერ ხდება და ვმუშაობთ, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში