ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 44-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, 28 წლის მაიორი ისაჩარ ნატანი და 21 წლის შტაბის სერჟანტი იტაი შოჰამი კომანდოს ბრიგადის წევრები იყვნენ.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ღაზაში მძიმედ დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი.

ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“, 7 ოქტომბერს, ქვეყანაზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 1400 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება