ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, იყოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

„შეიძლება იყოს შეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებ ამის შესახებ, მით უფრო გავზრდი შანსებს, რომ ეს განხორციელდეს“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ NBC-ს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში ძვრა ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო შეტევამ გამოიწვია.

„თუ შეთანხმება ხელმისაწვდომი იქნება, ვისაუბრებთ მასზე. ჩვენ გამოვაცხადებთ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმების დროს მძევლად 239 ადამიანი აიყვანა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ