ბიზნესი, რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით „საქართველოს ბანკში“ ბიზნეს ანგარიშს გახსნის, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნაზე, არსებული პროდუქტების განვითარებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მიწოდებაზე. ამჯერად, ბიზნესები რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით, ბიზნეს ანგარიშს „საქართველოს ბანკში“ გახსნიან, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ცნობითვე, შეთავაზების ფარგლებში, ის ბიზნეს მომხმარებლები, რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით ბიზნეს ანგარიშს გახსნიან, 3 თვის განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ სტანდარტული ან ჭკვიანი ტერმინალით ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებიც ნოემბერში ანგარიშს - 31 იანვრამდე გახსნიან, ხოლო დეკემბერში გახსნის შემთხვევაში - 29 თებერვლამდე, ლარის გამავალ ოპერაციებზე გადახდილი საკომისიო ქეშბექის სახით დაუბრუნდებათ ყოველთვიურად, მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით.

ასევე, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნისას, მომხმარებლები საჩუქრად ბიზნეს პაკეტის პროდუქტებს მიიღებენ და 6 თვის განმავლობაში, უფასოდ ისარგებლებენ ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი, SMS ბანკი, შეტყობინების სერვისები და სხვა ბენეფიტები.

„ჩვენი გუნდი აქტიური რეჟიმით განაგრძობს მუშაობას, რათა ბიზნეს მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ის მომხმარებლები, რომლებიც წლის ბოლომდე „საქართველოს ბანკის“ პირველ ბიზნეს ანგარიშს გახსნიან, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ, მათ შორის, შეძლებენ 3 თვე ტერმინალი საკომისიოს გარეშე გამოიყენონ, მიიღონ ქეშბექი. ანგარიშს ციფრულად გახსნის შემთხვევაში კი, ბიზნეს პაკეტის პროდუქტებით 6 თვე უფასოდ ისარგებლებენ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ სერვისებსა თუ პროდუქტებზე მუშაობას, რაც საბანკო პროცედურებს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

შეთავაზებით შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ციფრულად ბიზნეს ანგარიშის გახსნათ კი bonline.ge-ზე შეგიძლიათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში