პრემიერი - 13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა - თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა.

„13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა - თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად.

ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება შინაგანი სიმტკიცისა და რწმენაში ერთიანობის ასეთი საოცარი მოვლენა. სწორედ ჩვენი დიდი ისტორიის ამგვარი მაგალითები აყალიბებს ქართველთა იდენტობას, სულიერ ფასეულობებს, აძლიერებს ჩვენს რწმენასა და სამშობლოს სიყვარულს.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს.

სამარადისო დიდება ჩვენს გმირებს!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში