სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,ჩხარი“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. აღნიშნული ხაზით ელექტროენერგია რაჭის რეგიონს და ტყიბულის მუნიციპალიტეტს მიეწოდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ხაზის მთელ სიგრძეზე ამორტიზებული მონაკვეთები სრულად განახლდა, დამონტაჟდა ახალი საყრდენები, მოეწყო ახალი ფუნდამენტები, შეიცვალა სახაზო არმატურა, რაც ელექტროგადამცემი ხაზის გაცილებით შეუფერხებელ და იმედიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს .

„ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, დაახლოებით, 1 წელი მიმდინარეობდა. კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლები და ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულებულიყო. სამუშაოების წარმოების ხანგრძლივობა იმის გათვალისწინებით დაიგეგმა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების გეგმური შეზღუდვები ხშირი არ ყოფილიყო. საბოლოოდ, ყველა სამუშაო ხარისხიანად შესრულდა“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა მამისეიშვილმა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მის კუთვნილ ქსელში არსებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება