ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ეს იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია, აღიქვამს თუ არა თავს ამ ქვეყნისთვის პასუხისმგებელ პირად

არ ვიცი, რას იზამს პრეზიდენტი მისი დესტრუქციული და პოლიტიკური ვითარების არევისკენ მიმართული განცხადებების ფონზე - შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ეს იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია, აღიქვამს თუ არა ადამიანი თავს ამ ქვეყნისთვის პასუხისმგებელ პირად,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს, ვისაც იწყალებენ, მას უნდა ჰქონდეს სინანულის გრძნობა, ხოლო სააკაშვილი, როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, პატიმრობაში ყოფნის დროსაც ქვეყანას აზიანებდა.

„არ ვიცი პრეზიდენტი რას იზამს მისი ბოლო წლის განმავლობაში დესტრუქციული და პოლიტიკური ვითარების არევისკენ მიმართული განცხადებების ფონზე, მაგრამ შეწყალება არის აქტი, რომელიც თავის შინაარსში ნიშნავს, რომ ვისაც იწყალებ, იმას უნდა ჰქონდეს სინანულის გრძნობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. აქ მარტო ის კი არ არის, რომ რაც სასამართლომ მიუსაჯა, იმაზე იხდის სასჯელს, არამედ ამ ადამიანმა, რაც საქართველოში შემოიპარა იმის მერე ორი წლის განმავლობაში ლამის, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა. არ დატოვა არც ერთი შესაძლებლობა, ყველანაირი სპეკულაცია გამოიყენა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად შავ ფერებში წარედგინა მთელი მსოფლიოსთვის და შენ ამ დროს იწყალებ ადამიანს, რომელიც ამას მიზანმიმართულად აკეთებს და აქ საერთოდ არსებობს რაიმე პასუხისმგებლობა შენი როგორც პრეზიდენტის, შენი ქვეყნის იმიჯისა და მისი დღევანდელობისა და მომავლის წინაშე?! თუ ყველას შეუძლია ფული იხადოს, რომ ქვეყანა დააზიანოს?(შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი) ეს იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია იმის, აღიქვამს თუ არა ადამიანი თავს ამ ქვეყნისთვის პასუხისმგებელ პირად,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, კითხვაზე უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია და სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა.

„ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა,"- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება