სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია 17 ნოემბერს დასრულდება

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

სემეკის ინფორმაციით, სასწავლო კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება წყალმომარაგების მიმართულებით საინვესტიციო დაგეგმარებისა და რეგულირების პრინციპებს.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორები.

კურსის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საკითხებზე:

წყალმომარაგების სექტორში აქტივების მართვის მოდულისა და მისი ძირითადი მიმართულებების, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის, საინვესტიციო პროექტების დაგეგმარების პრინციპები;

ძირითადი კანონები და კანონქვემდებარე აქტები, წყალმომარაგების სისტემების შემადგენლობა და ძირითადი მახასიათებლები;

წყალმომარაგების კომპანიები, წყალმომარაგების სისტემების შეფასების კრიტერიუმები და შედარებითი ანალიზი;

სასმელი წყლის დანაკარგების შეფასება და მათი აღმოფხვრა, სასმელი წყლის ხარისხი;

წყალმომარაგების ტარიფები და მათი ხელმისაწვდომობა.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 ნოემბერი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: https://bit.ly/472DxIP

https://entc.ge/ka

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში