ბრიტანეთის შს მინისტრად ჯეიმს კლევერლი დაინიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი დევიდ კამერონი გახდა

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი დაინიშნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯეიმს კლევერლი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ჩაანაცვლა.

გაერთიანებულ სამეფოში სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „თავის დროზე, მეტი ექნება სათქმელი“.

სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრად ლიზ ტრასმა 2022 წლის სექტემბერში დანიშნა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ გადადგომა მოუწია იმის გამო, რომ ოფიციალური დოკუმენტი პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევად ითვლება. რიში სუნაკმა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ექვსი დღის შემდეგ დააბრუნა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა