დევიდ კამერონი - საერთაშორისო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორისაა ომი უკრაინაში და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში - მნიშვნელოვანი მოკავშირეების გვერდით დგომა და პარტნიორობის გაძლიერება

დევიდ კამერონმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მის დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტული მოკავშირეების მხარდაჭერა და პარტნიორობის გაძლიერება იქნება.

„პრემიერ-მინისტრმა მთხოვა, ვიყო მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და სიამოვნებით დავთანხმდი. ჩვენ საერთაშორისო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორისაა ომი უკრაინაში და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში. ამ ღრმა გლობალური ცვლილებების დროს, ამ ქვეყნისთვის იშვიათად ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი მოკავშირეების გვერდით დგომა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი ხმა გაიგონ“, - წერს კამერონი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად ყოფნის თერთმეტწლიანი და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის ექვსწლიანი გამოცდილება საშუალებას მისცემს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს.

„სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გლობალურ არენაზე მუშაობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებითია. საერთაშორისო უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შიდა უსაფრთხოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ ვეთანხმები ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ჩემთვის ნათელია, რომ რიში სუნაკი არის ძლიერი და უნარიანი პრემიერ მინისტრი, რომელიც რთულ დროს სამაგალითო ლიდერობას ავლენს. მსურს, დავეხმარო მას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და იმაში, რომ იყოს ყველაზე ძლიერი გუნდის ნაწილი, რომელიც ემსახურება გაერთიანებულ სამეფოს“, - აღნიშნა კამერონმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრიტანეთის შს მინისტრად ჯეიმს კლევერლი დაინიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი დევიდ კამერონი გახდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის