გიორგი ბოტკოველი - ზურაბიშვილის ძმის განცხადება და მისი აზრის მიწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი

ზურაბიშვილის ძმის განცხადება და მისი აზრის მიწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი - ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს რეალურად გათვალისწინებული და აღქმული პირდაპირ საქმეში, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტატუსის მინიჭებას, ისე მომდევნო ევროპულ სვლას, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი სალომე ზურაბიშვილის ძმის განცხადებას.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ქვეყანაში უნდა მიიღოს და ამ მთავარ გადაწყვეტილებებში იგულისხმება მისი მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების მინიჭება.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა გარდა იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რაც გულისხმობს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას, ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მთავარი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ადგილზე, ქვეყანაში და ამ მთავარ გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, იგულისხმება მისი მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების მინიჭება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ჩვენი ევროპული წარმატებისთვის. ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილის ძმის განცხადება და მისი აზრის მიწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს რეალურად გათვალისწინებული და აღქმული პირდაპირ საქმეში, რომელი საქმეც წაადგება ჩვენი ქვეყნისთვის როგორც სტატუსის მინიჭებას, ისე მომდევნო ევროპულ სვლას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლისა განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, კითხვაზე უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია და სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა.

„ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა,"- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება